ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანეტა ავღანეთის მისიის მნიშვნელობაზე საუბრობს


კარზაიმ მიუთითა ლეონ პანეტას , რომ მას სურს, ავღანეთის სამხედრო ძალებმა ქვეყნის კონტროლი არა 2014 წელს, არამედ 2013 წელს გადაიბარონ.

ქაბულში თავდაცვის მდივანთან ლეონ პანეტასთან საუბრისას, ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიამ ნატოს ჯარებს ავღანური სოფლებიდან გამოსვლისკენ მოუწოდა .

ამის მიზეზად კარზაიმ, კვირას ავღანეთის სამხრეთ ნაწილში ამერიკელი ჯარისკაცის მიერ 16 უდანაშაულო ავღანელის მკვლელობა დაასახელა.

კარზაიმ ასევე მიუთითა ლეონ პანეტას, რომ მას სურს ავღანეთის სამხედრო ძალებმა ქვეყნის კონტროლი არა 2014 წელს, არამედ 2013 წელს გადაიბარონ.

მაგრამ ქაბულში ჟურნალისტებთან საუბრისას, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ, ნატო და ავღანეთი მზად არიან უსაფრთხოების პასუხისმგებლობა ავღანეთის სამხედრო ძალებს გადააბარონ, ეს პროცესი 2013 წელს დაიწყება. ნატოსა და ამერიკის სამხედრო შეიარაღების საბოლოო გამოყვანა კი ავღანეთის ტერიტორიიდან 2014 წლის ბოლომდე ვერ დასრულდება.

.

XS
SM
MD
LG