ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელ ჯარისკაცს გაასამართლებენ


2010 წელს რობერტ ბეილსმა ერაყში სამსახურის დროს თავის ქალაზე სერიოზული დაზიანება მიიღო

ამერიკელ სერჟანტს რობერტ ბეილსს, რომელმაც 11 მარტს ავღანეთის სამხრეთ პროვინციაში 17 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, სავარაუდოდ ჩვიდმეტი ბრალდებით გაასამართლებენ.

38 წლის ბეილსს, რომელიც ორი შვილის მამაა, დამატებით კიდევ ექვსი ბრალდება მოელის. ექვსივე მათგანი მკვლელობის მცდელობას და შეურაცხყოფას ითვალისწინებს.

11 წლიანი სამხედრო გამოცდილების მქონე შეიარაღებული სერჟანტი ბეილსი სამხედრო ბაზიდან შეუმჩნევლად გაიპარა და სოფლის ტერიტორიაზე ცხრა ბავშვი და რვა ზრდასრული ადამიანი მოკლა. იგი ამჟამად კანზასის შტატის ციხეში ცალკე საკანში ზის.

ბეილსის ადვოკატმა სერჟანტის ქმედება პოსტ ტრამვულ ზეგავლენად შეაფასა. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს რობერტ ბეილსმა ერაყში სამსახურის დროს თავის ქალაზე სერიოზული დაზიანება მიიღო

XS
SM
MD
LG