ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაკავებულია ამერიკელი ჯარისკაცი


ამერიკელმა მოსამსახურემ ბაზა უნებართვოდ დატოვა და მშვიდობიან მოქალაქეებს უმიზეზოდ ცეცხლი გაუხსნა.

ნატოს განცხადებით, დაკავებულია შეერთებული შტატების არმიის სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ბრალად ყანდაარის პროვინციის სამხრეთ ნაწილში მომხდარი ინციდენტი ედება. ინციდენტის დროს უდანაშაულო ავღანელი მოქალაქეები დაიღუპნენ.

ავღანეთის მთავრობის განცხადებით, ამერიკელმა მოსამსახურემ ბაზა უნებართვოდ დატოვა და მშვიდობიან მოქალაქეებს უმიზეზოდ ცეცხლი გაუხსნა. დაღუპულია 16 ადამიანი.

ნატოს განცხადებით, კოალიცია ინციდენტის გამო უდიდეს წუხილს გამოთქვამს და საერთაშორისო გამოძიების შედეგებს საჯაროდ უახლოეს ხანში გაავრცელებს.

ინციდენტი მოჰყვა ამერიკასა და ავღანეთს შორის დაძაბულ ურთიერთობას , რომელიც რამდენიმე კვირის წინ ამერიკელი ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზაზე ყურანის დაწვამ გამოიწვია. მაშინ შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა ბოდიში მოიხადეს, თუმცა ინციდენტს ავღანელი მოსახლეობის მხრიდან საპროტესტო აქციები და აგრესია მოჰყვა.

XS
SM
MD
LG