ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ავღანეთში მებრძოლი კოალიციური ძალები შეაქო. მან ხაზი გაუსვა "თავდაჭერილობასა და პროფესიონალიზმს", რომელიც ჯარისკაცებმა სამხედრო ბაზაზე ყურანის დაწვის ინციდენტის შემდეგ გამოიჩინეს. ყურანის ასეულობით ასლის დაწვას, ავღანეთში საყოველთაო უკმაყოფილება და კოალიციური ძალების მიმართ ძალადობის გახშირება მოჰყვა.
ვაშინგტონში მიმდინარე ნატოს სემინარის დროს რასმუსენმა აღნიშნა, რომ მიუხედავად მსხვერპლისა და დაძაბულობისა, კოალიციამ არ უნდა გადაუხვიოს თავის მიზანს, რაც ავღანეთის სტაბილორობის მიღწევაში მდგომარეობს.
რასმუსენი ასევე მხარს უჭერს ავღანეთში კოალიციური ჯარების მეთაურის, გენერალ ჯონ ალენის გადაწყვეტილებას-გამოიწვიოს ავღანეთის მთავრობის ყველა მრჩეველი, მას შემდეგ რაც ორი ამერიკელი ოფიცერი შაბათს ერთ-ერთ სამთავრობო შენობაში მოკლეს.