ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ავღანეთში მისიას დადებითად აფასებს


საბოლოო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ავღანეთის უშიშროების ძალები 2014 წლისთვის აიღებენ.

ბარაკ ობამას განცხადებით, მიუხედავად ბოლოდროინდელი ინციდენტისა, რომლის დროსაც ამერიკელმა ჯარისკაცმა 16 უდანაშაულო მოქალაქე მოკლა, შეერთებული შტატების მისია ავღანეთში რეალურ პროგრესს განიცდის.

ეს განცხადება პრეზიდენტმა თეთრ სახლში ოთხშაბათს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრთან დევიდ კამერონთან შეხვედრისას გააკეთა.

ობამას განცხადებით, ავღანეთში მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მიუხედავად წარმატებისა, ავღანეთში ამერიკის სამხედრო მისია მაინც უამრავ სირთულეს უკავშირდება.

ბატონმა ობამამ კიდევ ერთხელ გასვა ხაზი ფაქტს, რომ ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გეგმის შესაბამისად განხორციელდება და საბოლოო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ავღანეთის უშიშროების ძალები 2014 წლისთვის აიღებენ.

XS
SM
MD
LG