ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის პრეზიდენტის განცხადება


ავღანეთის პრეზიდენტი უშიშროების კერძო სამსახურების საქმიანობის ეწინააღმდეგებოდა.

ავღანეთში უშიშროების კერძო სააგენტოებს ხურავენ, რათა მათ ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული უშიშროების კერძო ფირმები ჩაენაცვლონ.

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ, რომელიც უშიშროების კერძო სამსახურების საქმიანობის მოწინააღმდეგეა, სააგენტოებს დახურვის ბოლო ვადად მარტის ბოლო დააწესა.

გეგმის მიხედვით, ავღანეთში სულ 50 უშიშროების კერძო სააგენტო დაიხურება და 10,000 მდე უშიშროების მომსახურე პერსონალი პოსტს დატოვებს ან სხვა კადრით შეიცვლება.

პრეზიდენტ კარზაის განცხადებით, უშიშროების კერძო სამსახურების არსებობამ ავღანეთში ეროვნული არმიისა და პოლიციის როლი დააკნინა. მისი თქმით, ასევე ადგილი ქონდა სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტების არაერთ შემთხვევასაც.

XS
SM
MD
LG