მარტში შეთავაზებული გეგმის ყველა პირობა სირიის მავრობის მიერ დღემდე ბოლომდე მაინც არ სრულდება.
დასავლეთის ქვეყნების ლიდერები გაეროს უშიშროების საბჭოს სირიაში დამკვირვებლების მისიის გაშვებას სთხოვენ, რათა მათ გაეროს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მონიტორინგი აწარმოონ.
რეზოლუციის თანახმად, დამასკო ვალდებულია სირიის ტერიტორიაზე მისიის მონაწილეებს გადაადგილების სრული თავისუფლება მისცეს. სირიის მთავრობა ასვე ვალდებულია გაეროს საგანგებო ელჩის კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის პირობები სრულად დაიცვას და მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებიდან მძიმე ტექნიკა გამოიყვანოს.
ხუთშაბათს დილით, ბატონმა ანანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სირიის მთვარობის ქმედებით, ცეცხლის შეწყვეტის გეგმასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ კმაყოფილია. თუმცა იქვე დასძჲნა, რომ მარტში შეთავაზებული გეგმის ყველა პირობა დღემდე ბოლომდე მაინც არ სრულდება.