შაბათს გაეროს უშიშროების საბჭო კენჭისყრაზე დააყენებს საკითხს, ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მიზნით გააგზავნოს თუ არა სამხედრო დამკვირვებლები სირიაში.
გაეროში არაბული ლიგის ელჩის კოფი ანანის გეგმის ეფექტურობა ეჭვქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც პარასკევს სირიის უშიშროების ძალებმა თურქეთის საზღვართან საპროტესტო აქციიის 5 მონაწილე მოკლეს.
გეგმის მიხედვით, სირიის მთავრობამ მჭიდროდ დასახლებული ადგილებიდან მძიმე ტექნიკა უნდა გაიყვანოს, მეამბოხეებმა კი წინააღმდეგობა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ.
მიუხედავად ამისა, მასობრივი საპროტესტო აქციები სირიიის მასშტაბით კვლავ გრძელდება. ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, შეტაკებები მოხდა თურქეთის საზღვართან, სადაც ასადის რეჟიმის დამცველებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს.