ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანს ურთიერთობები დაეძაბა


პოლიტიკური მიმოხილველები, საუდის არაბეთსა და ირანში დემოკრატიის შეზღუდვასაც მოიაზრებენ.

არაბეთის სუნიტური სახელწმიფოები და შიიტური ირანი, როგორც ჩანს მუდმივ კონფლიქტში იქამდე იქნებიან, სანამ სპარსეთის ყურეში ნავთობისა და გაზის საკითხი არ გაირკვევა. ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა ერაყ-ამერიკის ომის შემდეგ. ამ ყველაფერზე გარკვეული ზეგავლენა რეგიონში შექმნილმა დაძაბულობამაც მოახდინა.

თავის დროზე თეირანმა ტუნისსა და ეგვიპტეში რევოლუციას მხარი დაუჭირა, მაშინ როცა საუდის არაბეთი ამ ქვეყნების ხელისუფლებას ემხრობოდა. სირიის შემთხვევაში კი სხვანაირად მოხდა; ირანი სირიის პრეზიდენტის ბაშარ-ალ-ასადის მხარდამჭერი აღმოჩნდა, ხოლო არაბული სახელმწიფო ხელისუფლებისაგან ძალადობის შეწყვეტას მოითხოვდა.

ლონდონში არსებული “ჩათამ ჰაუზის” ექსპერტ ნადიმ შეჰადიდს მიაჩნია, რომ ორი სახელმწიფო ურთიერთგამომრიცხავი მიზნის განხორციელების პროცესში, მარტო არ არის:

“არაბეთში პოლიტიკურმა არეულობამ ყველა გააოცა და თითქმის არცერთ ქვეყანას, მათ შორის შეერთებულ შტატებს, ევროპასა თუ რუსეთს არ ჰქონია შემუშავებული მყარი პოლიტიკური კურსი. ეს ორმაგი სტადნარტებისა და ბუნდოვანი ურთიერთობის შედეგია. ”

ამ სტანდარტებში, პოლიტიკური მიმოხილველები, საუდის არაბეთსა და ირანში დემოკრატიის შეზღუდვასაც მოიაზრებენ.

სპარსეთის ყურის საკითხების ესპერტი აბდულაზიზ საგერი ამბობს, რომ რეგიონში სირია ყველაზე შესამჩნევი კონფრონტაციებით გამოირჩევა:

“ირანს სურს დარწმუნდეს რომ ერაყი, სირია, ლიბანი/ჰეზბოლა ანდა რასაც ჩვენ შიიტურ ნახევარმთვარეს ვუწოდებთ, შეძლებენ მობილიზება გაუწიონ რეგიონში საკუთარ ძალებს.”

პარალელურად ირანი საუდის არაბეთის სამხრეთ საზღვართან არსებულ კონფლიქტშიც თავისებურ კვალს ტოვებს.

ამ ქვეყნების ზეგავლენის მეორე ნაკველევს ბაჰრეინშიც ვპოულობთ, სადაც რიადმა დასახმარებლად მთავრობას მიმართა. შესაძლოა ასეთმა ურთიერთობამ წლები გასტანოს, მაგრამ ექსპერტი შეჰადიდის თქმით, პოლიტიკური თამაში წესები შეიცვალა და თუ ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის განხორციელებისაკენ მიისწრაფვის, რასაც ასევე ადასტურებს დასავლეთი, მაშინ რეაქცია რეგიონალურ და გლობალურ საკითხებზე უფრო მძაფრი იქნება:

“თუკი ბაჰრეინში, აბუდაბისა და კუვეიტში ვითარება გამწვავდება, მაშინ დასავლეთი ამ ქვეყნების პოლიტიკაში ჩარევას ვერ შეძლების ისე, როგორც ეს თავის დროზე, პრაღაში, საბჭოთა კავშირის ტანკების შევლისას მოხდა; მაშინ დასავლეთმა კან დაიხია, რადგან იმ დროს საბჭოთა კავშირი ატომურ იარაღს აწარმობდა.”

სწორედ ამიტომ, თეირანს, ბირთვული იარაღის პოგრამა ერთგვარ მანიპულირების საშუალებას მისცემს, როგორც ამას საბჭოთა კავშირი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ირგვლივ ახორციელებდა.

XS
SM
MD
LG