ირანმა სტამბოლში დასავლეთის ლიდერებთან შეხვედრაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა შედგეს, აცხადებს თეირანი.
ირანის უზენაესმა ეროვნულმა უშიშროების საბჭომ დაადასტურა გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივ წევრთან შეხვედრის მზაობა. შეხვედრას აშშ-ი, ჩინეთი, რუსეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი და პლუს გერმანია დაესწრებიან. ირანმა მომდევნო მოლაპარაკებების ბაღდადში გამართვის სურვილი გამოთქვა, სადაც ირანის წინააღმდეგობრივი ბირთვული პროგრამა განიხილება.