ირანის საპარლამენტი არჩევნების მეორე ტურში გამოჩნდა, რომ პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის პოპულარობა არცთუ ისე მაღალია, რაც სავარაუდოდ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე აისახება.
შაბათს საღამოს გამოვლინდა, რომ აჰმადინეჟადის მხარდამჭერებს 290 ადგილიან პარლამენტში 13 ადგილი ერგოთ, ოპოზიციას 41 ადგილი, დამოუკიდებელმა კანდიდატებმა კი 11 ადგილი მოიპოვეს.
საარჩევნო შედეგებით ასევე გამოვლინდა, რომ მოსახლეობაში ყველაზე დიდი მხარდაჭერით ირანის სასულიერო ლიდერები, კერძოდ უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი სარგებლობს.
აჰმადინეჟადსა და ხამენეის შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ წელს პრეზიდენტი და უმაღლესი სულიერი ლიდერი მთავრობაში მაღალ თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატურებზე ვერ შეთანხმდნენ. ახალი პარლამენტი სხდომებს მაისის ბოლოს დაიწყებს.