ამერიკის მედიის ცნობით, ვაშინგტონი და ევროპა მოუწოდებს ირანს, სასწრაფოდ დახუროს ახლადგახსნილი მიწისქვეშა ატომური სადგური,რომელიც თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დაპირისპირების მნიშვნელოვანი საკითხია.
გაზეთ ნიუ იორკ თაიმსში გამოქვეყნებულ სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ დასავლეთის ქვეყნები მოუწოდებენ ირანს შეწყვიტოს ურანის გამდიდრების პროცესი და ქვეყნიდან ნავთობის იმპორტირება შეაჩეროს.
ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ არ იციან, თუ როგორ უპასუხებს ამ მოთხოვნებს ირანის მთავრობა.
მსოფლიოს ლიდერები და ირანი მოლაპარაკების მაგიდას მომავალ პარასკევს მოუსხდებიან.
შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატები , საფრანგეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ბრიტანეთი და გერმანია ის ექვსი ქვეყანაა, რომელიც ცდილობს ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ ატეხილი დავა დიპლომატიური გზით გადაწყვეტოს. თუმცა ირანი დღემდე კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და ურანის გამდიდრებას მშვიდობიანი მიზნებით ხსნის.