ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ი ირანს სანქციებს არ მოუხსნის


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გააკრიტიკა ირანის წინადადება. როგორც თეირანი აცხადებს, იმისათვის რომ ირანის ბირთვულ პროგრამსათან დაკავშირებით დასავლეთმა სიმშვიდე მოიპოვოს, სანქციები უნდა გაუქმდეს, რაზეც კლინტონმა განაცხადა, რომ " პასუხისმგებლობის მთელი ტვირთი" ირანს აკისრია, და სწორედ მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი.

ეს განცხადება სახელმწიფო მდივანმა ორშაბათს ბრაზილიაში ვიზიტის დროს გააკეთა. მან დასძინა, რომ ირანი მთელი სერიოზულობით უნდა მიუდგეს მომავალ მოლაპარაკებებს, რომელიც ერაყში გაიმართება. ამასთან სანქციები ძალაში დარჩება და თეირანზე ზეწოლაც არ შემცირდება მანამდე, ვიდრე ირანი მოლაპარაკებებამდე რაიმე პოზიტიურ ნაბიჯს არ გადადგამს.

XS
SM
MD
LG