ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და გაეროს ბირთვულ სააგენტოს შორის დღეს ვენაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო.
ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ოფიციალური პირები ირანს პარჩინის სამხედრო ბაზაზე საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებას სთხოვენ. გაეროს ეჭვი აქვს, რომ სწორედ ამ ბაზაზე თეირანმა სპეციალური ბუნკერი ააშენა, სადაც ბირთვული აფეთქებების ტესტირებას აკეთებს.
ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ჰერმან ნაკარტსის განცხადებით:
„ჩვენ აქ იმისთვის ვიმყოფებით, რომ ირანთან პოზიტიური მიმართულებით მოლაპარაკებები გავაგრძელოთ. ამ ორდღიანი მოაპაპარეკებების დანიშნულება შეთანხმების მიღწევაა, რომლის თანახვამად გადავწყვეტთ იმ სადავო საკითხს, რომელიც სავარაუდოდ ირანის მიერ ბირთვული პროგრამის სამხედრო დანიშნულებისთვის გამოყენებას ეხება.“
დასავლეთის დიპლომატები აცხადებენ, რომ ირანი დროის მოგებას ცდილობს იმისთვის, რომ გაეროს დამკვირვებლების ქვეყანაში შესვლამდე ყველა სამხილი გაანადგუროს, რაც იმისი ინდიკატორი იქნება, რომ ირანი ბირთვულ იარაღს იმუშავებს.