გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელის, იუკია ამანოს განცხადებით, ის ახლო მომავალში ირანის მხრიდან შეთანხმებაზე ხელის მოწერას ელის. ხელშეკრულების თანახმად საერთაშორისო დამკვირვებლებს შეეძლებათ იმ გასაიდუმლოებული ობიექტების დათვალიერება, რომელზეც დასავლეთის ვარაუდით ფარულად მიმდინარეობს ბირთვული იარაღის წარმოება. ბატონმა ამანომ ეს განცხადება თეირანიდან ვენაში დაბრნებისთანავე გააკეთა. ირანში ხანმოკლე ვიზიტის დროს იუკია ამანო ირანის ბირთვული საკითხების მთავარ მომლაპარაკებელს, საიდ ჯალილს შეხვდა. როგორც თავის განცხადებაში საერთაშორისო ბირთვული სააგენტოს თავკაცმა აღნიშნა, ბატონ ჯალილთან ერთად მიღებული იყო გადაწყვეტილება შეთანხმების გაფორმების შესახებ, რომლის მიხედვითაც პარჩინის სამხედრო ბაზაზე დამკვირვებლებს ინსპექციის ჩატარების უფლება მიეცემათ.