გაეროს ბირთვული სააგენტო კიდევ ერთხელ აფრთხილებს ირანს, რომ ექსპერტებს მიეცეს მუშაობის საშუალება, როგორც ხალხთან ისე დოკუმენტაციასთან. ამუშავებს თუ არა ირანი ბირთვულ პროგრამას ექსპერტებმა უნდა დაასკვნან.
ვენაში მოლაპარაკებების დაწყებამდე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაციის თავკაცმა, ჰერმან ნეკაერთსმა განაცხადა, რომ ირანთან დიალოგი "პოზიტიური განწყობით" მიმდინარეობს. ორ დღიანი მოლაპარაკებების მთავარი თემა თეირანის მახლობლად არსებული პარჩინის სამხედრო ობიექტზე ექსპერტების დაშვების შეზღუდვაა. ატომური სააგენტოს ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ირანმა სპეციალური ბუნკერი ააშენა, სადაც ხდება ბირთვული იარაღის გამოცდა. ამასთან, თეირანი ცდილობს ექსპერტების დაშვებამდე დრო მოიგოს, რათა ყველა მტკიცებულება დროულად გაანადგუროს. ირანმა ამ ბრალდებებს "სულელური" და " ბავშვური" უწოდა.