ირანსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის მოლაპარაკება ჩიხში შევიდა, მას შემდეგ რაც დასავლეთმა არ დააკმაყოფილა თეირანის მიერ ეკონომიკური სანქციების დაუყოვნებლივი მოხსნის მოთხოვნა. ამასთან ირანის მედიის განცხადებით, მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაიხედოს ძირითადი წინადადებები.
მოლაპარაკებები ბაღდადში მეორე დღისთვის გადაიდო. ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები ჩიხში შესული მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს ეძებენ. დასავლეთმა ოთხშაბათს წარადგინა პაკეტი, სადაც ირანისგან ბირთვული საწვავის გამდიდრების პროცესის 20%-მდე გაყინვას ითხოვენ. რაც ექსპერტთა აზრით ის ზღვარია, რომლს შემდეგაც ბირთვული იარაღის შექმნამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება.