ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთს ირანის კვლავ არ სჯერა


ირანს ძალიან სწრაფად შეუძლია ურანით გამდიდრება 90 პროცენტამდე გაზარდოს.

ირანის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში, რომელიც ბაღდადში მიმდინარეობს, მსოფლიოს 6 ქვეყანა მონაწილეობს. ევროკავშირის დელეგაციას საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისარი, კეტრინ ეშტონი ხელმძღვანელობს. ჯგუფი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ხუთი მუდმივი ქვეყნის და გერმანიის წარმომადგენლებისგან შედგება.

ევროკავშირის სპიკერის, მაიკლ მენის თქმით ურანით 20 პროცენტით გამდიდრების პროგრამებს ირანი კვლავ სამედიცინო კვლევების აუცილებლობით ხსნის. დასავლეთს კი მიაჩნია, რომ ირანს ძალიან სწრაფად შეუძლია ურანით გამდიდრება 90 პროცენტამდე გაზარდოს და ის ბირთვული იარაღის შექმნისთვის გამოიყენოს.

XS
SM
MD
LG