ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში კვლავ სისხლისღვრაა


დაპირისპირებას უსაფრთხოების ძალები შეუერთდნენ, რომლებმაც სტუდენტების წინააღმდეგ ცრემსლადენი გაზი გამოიყენეს.

ხუთშაბათს ალეპოს უნივერსიტეტში საპროტესტო მსვლელობის დროს, სირიის უშიშროების ძალები შეკრებილ დემონსტრანტებს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაგმო ინციდენტი და პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი გაეროს მიერ წამოყენებული პირობების მიმართ უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა.

ინტერნეტში გავრცელებული ერთერთი ვიდეო ასახავს ალეპოს უნივერსიტეტის 1500 სტუდენტიან დემონსტრაციას, რომლის მონაწილეებიც ასადის ორმოცწლიანი მართველობის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდენ. დემონსტრაციის დროს დანებით შეიარაღებული მთავრობის მხარდამჭერი სტუდენტები აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ და ხელჩართული ბრძოლა გამართეს.

მალე დაპირისპირებას უსაფრთხოების ძალები შეუერთდნენ, რომლებმაც სტუდენტების წინააღმდეგ ცრემსლადენი გაზი გამოიყენეს.

სტუდენტ აქტივისტთა თქმით, სროლა ხუთი საათი გრძელდებოდა. დაიჭრა 28 სტუდენტი, რომელთა შორის სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაპატიმრებულია 200 სტუდენტი.

XS
SM
MD
LG