აშშ-მა და გაერომ დაგმეს სირიაში გაეროს მონიტორებზე თავდასხმის ფაქტი. გაეროს გენერალური მდივანის, ბან კი მუნის განცხადბით, აფეთქება, ისევე როგორც ცალკეული ძალადობა ქვეყნის მასშტაბით ბადებს კითხვას-რამდენად მზად არიან მხარეები შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. დარაას სამხრეთით გზისპირა ნაღმის აფეთქების შედეგად, გაეროს დამკვირვებლები არ დაშავებულან.
გაეროს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელი ნორვეგიერლი გენერალ-მაიორი რობერტ მუდი თავდასხმის დროს ერთ-ერთ მანქანაში იმყოფებოდა. თავდასხმა მუდმა უკვე დაგმო.