შაბათს სირიას აფეთქებების წყება დაატყდა თავს, რის გამოც სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა. გაეროს დამკვირვებლები ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რათა სირიის მთავრობას და ოპოზიციას შორის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება არ დაირღვეს. ადამიანის უფლებათა დამცველების განცხადებით, აფეთქებები მოხდა ალეპოსა და დამასკოში. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერჯერობით არავის აუღია.
გაეროს 40-მა დამკვირვებელმა დედაქალაქის ორ უბანში საკონტროლო გამშვები პუნქტები დაათვალიერა. შაბათს, საპროტესტო აქცია ოპოზიციის მხარდამჭერებმა წინა დღით დაღუპულების დაკრძალვის ცერემონიალს დაამთხვიეს. გაერო იმედოვნებს, რომ მაისის ბოლოსთვის სირიაში დამკვირვებელთა რაოდენობა სამასამდე გაიზრდება.