ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ძალადობა არ წყდება


სირიის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მოსახლეობის "შეიარაღებული ტერორისტებისგან” დაცვის მიზნით, ხელშეკრულების შესრულება ვერ ხერხდება.

გაეროს ელჩი კოფი ანანი აცხადებს, რომ მეამბოხეთა თემებში, სირიის სამთავრობო ჯარების მხრიდან, მასობრივი დაპატიმრებებისა და წამების ფაქტებმა იმატა.

დიპლომატთა ინფრომაციით, ბატონმა ანანმა ეს განცხადება სამშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ ბრიფინგზე, ჟენევიდან ვიდეოკონფერენციის დროს გააკეთა.

მოგვიანებით ანანმა ჟურნალისტებს თავადაც განუცხადა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ვერ დაუშვებს სირიაში სამოქალაქო ომის გაჩაღებას.

ანანის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების ამოქმედების მიუხედავად, სირიის სამთავრობო ძალები მეამბოხეებსა და ოპოზიციის წევრებზე ძალადობას განაგრძობენ.

ამ ფონზე, გაეროს შეუიარაღებელი სამხედრო მისია სირიის მონიტორინგს განაგრძობს. მთავრობისა და მეამბოხე ძალების მიერ 12 აპრილს საზავო შეთანხმების თანახმად, სირიის ჯარებმა დასახლებული ადგილები უნდა დატოვონ. თუმცა სირიის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მოსახლეობის "შეიარაღებული ტერორისტებისგან” დაცვის მიზნით, ამ პირობის შესრულება ვერ ხერხდება.

XS
SM
MD
LG