ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო სირიის მოვლენებს დააკვირდება


გაეროს დამკვირვებელთა ექვსკაციანი ჯგუფი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების ხარისხს მონიტორინგს გაუწევს. შეთანხმება უკვე ოთხი დღეა ძალაში შევიდა. თუმცა უფლებადამცველები იუწყებიან, რომ სირიის უშიშროების ძალებმა ქვეყნის მასშტაბით 14 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს .
ამერიკის ხმასთან საუბარში ბრიტანეთში მოქმედმა სირიის სადამკვირვებლო ჯგუფმა განაცხადა, რომ არ წყდება ძალადობა სირიის მთავრობის მხრიდან, რასაც თან ახლავს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. მიმდინარეობს მეამბოხეთა მიერ დაკავებული ქალაქ ჰომსის გარეუბნების საარტილერიო დაბომბვა. არის მსხვერპლი იდლიბსა და ჰამაში. მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის დადასტურება ამ დროისათვის ვერ ხერხდება.

XS
SM
MD
LG