ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰონგ-კონგში ბრიტანეთის საკონსულოს თანამშორმელი დაიკარგა


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება "უკიდურესად შეშფოთებულია" იმ ცნობით, რომ ბრიტანეთის საკონსულოს თანაშმრომელი, სავარაუდოდ, ჩინეთშია დაკავებული.

ჰოგ-კონგის ადგილობრივი ონალინ გამოცემა HK01 ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაკარგული თანამშრომლის სახელია საიმონ ჩენგი, რომელიც 9 აგვისტოს შემდეგ სახლში არ დაბრუნებულა. ბრიტანეთის ყოფილ კოლონიაში ის ბიზნეს შეხვედრაზე იყო წასული.

საგარეო უწყებამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მხარს უჭერენ ჩენგის ოჯახს და "მოიძიებენ დამატებით ინფორმაციას გუანგდონგის პროვიციისა და ჰონგ-კონგის ოფიციალური წარმომადგენებისგან."

ჰონგ-კონგში, თითქმის ორი თვეა, რაც საპროტეტსო ანტი-სამთავრობო პროტეტსი მიმდინარეობს. ხშირად, პროტესტი ძალადობრივ სახესაც იღებდა ხოლმე. პოლიციამ აქციები რამდენჯერმე დაარბია.

მიმდინარე აქციების შესახებ სატელეფონო საუბარი გაიმართა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივან დომიკ რააბსა და ჰონგ-კონგის ლიდერ, კერი ლამს შორის. ამ სატელეფონო საუბარს პეკინში ჩინეთისა და ჰონგ-კონგის საქმეებში ჩარევა უწოდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG