ჰონგ-კონგის გაფიცვებმა ქალაქის პარალიზება გამოიწვია. ჟურნალისტებთან საუბარში პეკინის მიერ მხარდამჭერილმა ლიდერმა, კერი ლამმა განაცხადა, რომ დემონსტრანტები ქალაქს „ძალზედ საშიშ სიტუაციაში“ აგდებენ.
ლამმა კიდევ ერთხელ უარი თქვა გადადგომაზე, რასაც მისგან დემონსტრაციების მონაწილეები ითხოვენ. მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობა არ დააკმაყოფილებს დემონსტრანტების მოთხოვნას, რომ გაათავისუფლოს ისინი, ვინც პროტესტისას დააკავეს.
დემონსტრანციები ჰონგ-კონგში უკვე მეცხე კვირაა მიმდინარეობს. საპროტესტო აქციების მთელი სერია ჰონგ-კონგის ხელისუფლების მიერ წარმოდგენილმა კანონპროექტმა გამოიწვია, რომელიც ეჭვმიტანილების ჩინეთში ექსტრადირებას ითვალისწინებდა.
მასობრივი გამოსვლების და მიტინგების ძალადობრივი გზით დაშლის შემდეგ, ადგილობრივმა მთავრობამ კანონპროექტი გააუქმა. თუმცა, დემოკრატიული გარდაქმნების მხარდამჭერები აქციებს დღემდე აგრძელებენ და პეკინის მხრიდან ჰონგ-კონგზე კონტროლის ზრდას აპროტესტებენ.
Facebook Forum