ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰონგ-კონგის საპროტესტო აქცია დაარბიეს


ჰონგ-კონგში, საპროტესტო აქციების განრისხებულმა მონაწილეებმა ქუჩები გადაკეტეს. პოლიციამ კი ორშაბათ დილით, მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და არალეტალური იარაღი გამოიყენა. ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ეს იყო ამ აქციების ისტორიაში ყველაზე ქაოსური და პოლიციის მხრიდან ყველაზე აგრესიული ქმედების ღამე.

საპროტესტო აქციების მონაწილეთა დიდი ჯგუფი შევიდა საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზეც, რის შედეგადაც აეროპორტიდან ფრენები გადაიდო.

ინფორმაცია ვრცელდება დიდი რაოდენობით დაჭრილებისა და დაშავებულების შესახებ. სამედიცინო დახმარების გაწევისას ერთ-ერთი მოხალისე დაიჭრა თვალში. ინფორმაცია ვრცელდება, ნაცემი ჟურნალისტების შესახებაც. ისინი თავისა და კიდურების არეში არიან დაშავებულები.

მთავრობის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დაშავებულია 54 ადამიანი. მათ შორის, ორის მდგომარეობა სერიოზულია, ხოლო 28 ადამიანი მსუბუქად დაზიანდა.

პეკინში, ოფიციალურმა პირებმა მომხდარი "ტერორიზმად" შეაფასეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG