ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰონგ-კონგში პროტესტის მესამე თვე დაიწყო


ჰონგ-კონგში დემონტსრანტები ისევ გამოვიდნენ ქუჩაში. საპროტესტო აქციები, როგორც წესი, შაბათობით იწყება ხოლმე, თუმცა ამჯერად ახლაგაზრდებმა პროტესტი პარასკევს, აეროპორტიდან დაიწყეს. გამომსვლელები მგზავრებს აცნობენ თავიანთ მოთხოვნებს დემოკრატიული რეფორმების შესახებ.

რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჰონგ-კონგში მგზავრობის შესახებ გაფრთხილებები გამოაქვეყნა.

ახალგაზრდების პროტესტი, უკვე, მესამე თვეა, რაც გრძელდება.

ჩინეთის მთავრობა ამბობდა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპტროტესტო აქციები დასავლეთისგან იყო დაფინანსებული, თუმცა ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც მათ განცხადებას გაამყარებდა.

საპროტესტო აქციები ივნისში დაიწყო, როდესაც მოსახლეობამ ახალი კანონმდებლობის შესახებ შეიტყო, რომელიც ეჭვმიტანილების ჩინეთში ექსტრადიციას გულისხმობდა. სწორედ მას შემდეგ ითხოვენ ჰონგ-კონგში გამომსვლელები დემოკრატიულ რეფორმებს.

XS
SM
MD
LG