ჰონგ-კონგში, დემოკრატიის მომხრეებმა საპროტესტო აქცია ამჯერად ქალაქის მეტროს სისტემაში მოაწყვეს. მათ შეაფერხეს მგზავრები, რომლებიც ვაგონებიდან გადმოდიოდნენ და რამდენიმე სადგურზე მატარებლების შეყოვნება გამოიწვიეს.
პარასკევს მსგავსი დემონსტრაცია გაიმართა ჰონგ-კონგის აეროპორტში. მჯდომარე აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მათი სურვილია, აქტივისტების მოთხოვნების შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს.
საპროტესტო აქციების მთელი სერია ჰონგ-კონგის ხელისუფლების მიერ წარმოდგენილმა კანონპროექტმა გამოიწვია, რომელიც მოქალაქეების ჩინეთში დეპორტაციას ითვალისწინებდა. მასობრივი გამოსვლების და მიტინგების ძალადობრივი გზით დაშლის შემდეგ, ადგილობრივმა მთავრობამ კანონპროექტი გააუქმა. თუმცა, დემოკრატიული გარდაქმნების მხარდამჭერები აქციებს დღემდე აგრძელებენ და პეკინის მხრიდან ჰონგ-კონგზე კონტროლის ზრდას აპროტესტებენ.
Facebook Forum