ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა კიევზე თავდასხმისთვის კვლავ დრონები გამოიყენა


უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა უკრაინის დედაქალაქს კვლავ დრონებით შეუტია და თავდასხმითვის 30-ზე მეტი დრონი გამოიყენა. 19 დეკემბერს კიევზე იერიში დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში მოხდა.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, 35 დრონიდან 30-ის დროულად ჩამოგდება მოხდა. სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე" გაკეთებულ, კიევის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ შორის 23 დრონის სამიზნე დედაქალაქი იყო.

ახალი თავდასხმის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს დაუკავშირდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ კვლავ მოუწოდა, მიაწოდონ უკრაინას მძლავრი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა მოხდეს ასეთი ტიპის საჰაერო თავდასხმების აღკვეთა.

დრონებით მიტანილ იერიშებზე დროული რეაგირების გამო, ამჯერად რუსეთის თავდასხმას დედაქალაქში მსხვერპლი არ მოჰყოლია, ქალაქის ოფიციალური უწყებები ამბობენ, რომ კიევში არავინ დაშავებულა ან დაღუპულა. რაც შეეხება ენერგოსექტორს, „უკრენერგოს“ ცნობით დრონებით მიტანილი შეტევის მიზეზით, დედაქალაქში ელექტროენერგიის საგანგებო გამორთვა იგეგმება.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთი უკრაიანში აქტიურად იყენებს დრონებს, რათა დაბომბოს ქვეყნის დედაქალაქი კიევი და სხვა უკრაინული ქალაქები. მთავარი სამიზნე კი კრიტიკული ინფრასტრუქტურაა, როგორიცაა ენერგომომარაგების გადამცემი ხაზები და წყლის ობიექტები.

18 დეკემბერს გაკეთებულ მიმართვაში, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მსოფლიოს ლიდერებს უთხრა, რომ საჰაერო თავდაცვის იარაღი უკრაინის ადმინისტრაციისთვის „მუდმივი პრიორიტეტია“. თუკი დახმარების სახით მათი დიდი რაოდენობით გაგზავნა მოხერხდა, ამით "ტერორისტულ სახელმწიფოს [რუსეთს] ჩამოართმევთ მთავარ იარაღს, რომელსაც ის ტერორისთვის იყენებს,“- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.

„ეს იქნება ყველაზე მძლავრი ნაბიჯი, რაც მიგვიყვანს ამ აგრესიის დასასრულთან. რუსეთს მოუწევს შეწყვიტოს აგრესია, როცა ის დაინახავს, რომ ამას აზრი აღარ აქვს,“- თქვა ზელენსკიმ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩმა ტელეკომპანია „ეი-ბი-სი ნიუსთან“ საუბრის დროს აღნიშნა, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის იმის ბრალი, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი საჰაერო თავდაცვის იარაღი. ელჩ ოქსანა მარკაროვას თქმით, რუსეთმა სწორედ საჰაერო იერიშებით გაანადგურა უკრაინის ენერგოობიექტები.

„ჩვენ უნდა შევაჩეროთ ის და მისი შეჩერებისთვის, უნდა გავაძლიეროთ საჰაერო თავდაცვა მთელ უკრაინაში,“- თქვა უკრაინის ელჩმა ამერიკულ ტელეარხთან საუბრის დროს.

ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ გეგმავენ უკრაინას მიაწოდონ "პატრიოტის" ტიპის საჰაერო თავდაცვითი სისტემა, რათა უკრაინამ შეძლოს და მოიგერიოს რუსული საჰერო თავდასხმები. თუმცა, ამ დრომდე ოფიციალური განცხადება უკრაინისთვის მათი მიწოდების შესახებ არ გაკეთებულა.

კრემლი უკრაინისთვის პატრიოტების შესაძლო მიწოდებას უკვე გამოეხმაურა და ის პროვოკაციად და ესკალაციად შეაფასა, რაც გაამძაფრებს ამერიკის ჩართულობას მიმდინარე ომში.

ვლადიმირ პუტინს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია, შესაძლოა მან ამის შესახებ ბელარუსში ისაუბროს, სადაც ის ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ხვდება ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს.

ფართომასშტაბიანი ომის დაწყების პირველივე დღეებში ბელარუსმა რუსეთს მისცა უფლება, რომ უკრაინის საზღვარზე თავისი სამხედრო ძალების მობილიზაცია განეხორციელებინა. თუმცა, ლუკაშენკო აცხადებს, რომ რუსეთის ომში საკუთარ ძალებს არ ჩართავს.

ამ დრომდე ათასობით რუსი სამხედრო ბელარუსის ტერიტორიაზე რჩება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ისინი წვრთნებისთვის ემზადებიან.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG