ევროკავშირის სახელმწიფოებმა ერთობლივად უნდა იყიდონ იარაღი, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შემდეგ მარაგების შესავსებად, განაცხადა ბლოკის თავდაცვის სააგენტომ და იქვე ისიც აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის ვერ შეძლებს ევროპის დაცვას საფრთხეებისგან.
„რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ ადასტურებს ჩვენი შესაძლებლობების ნაკლებობას“, თქვა ჯირი სედივიმ, ევროპის თავდაცვის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა. სააგენტო ევროკავშირის ორგანოა, რომელიც ეხმარება ბლოკის მთავრობებს სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაში.
სააგენტო აწარმოებდა მოლაპარაკებებს ევროპულ იარაღების კომპანიებთან, წარმოების გაზრდის თაობაზე, თქვა სედივიმ.
„მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი გახდეს მოქალაქეების უსაფრთხოების სანდო დამცველი“, - განუცხადა მან „როიტერს“ და მოუწოდა ქვეყნებს, გაითვალისწინონ აშშ-ის მოწოდებები, საკუთარი თავდაცვის გაძლიერების მნიშვნელობაზე.
ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები, რუსეთის ხელმეორე შეჭრამ უკრაინაში, თვალსაჩინო გახადა.
ევროპის თავდაცვის ხარჯებმა 2021 წელს პირველად გადააჭარბა 200 მილიარდ ევროს, რაც 6%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ბლოკმა დაიწყო სამხედრო ხარჯების გაზრდა 2015 წლიდან, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ.
ევროპარლამენტის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, აშშ-ის დახმარების გარეშე, ევროკავშირს გაუჭირდება თავის დაცვა, დაზვერვის, სადაზვერვო თვითმფრინავების, საშუალო დისტანციის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების, ამფიბიური გემების და წყალქვეშა ნავების ნაკლებობის გამო.
Facebook Forum