ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხერსონში რუსეთის მხრიდან დაბომბვას 2 ადამიანი ემსხვერპლა


რუსეთის საჰაერო იერიშებს ქალაქ ხერსონის ცენტრში ხუთშაბათს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ უკრაინელი ოფიციალური პირები იუწყებიან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო ამბობს, რომ 2 მოქალაქე 100 მეტრის დაშორებით დაიღუპა რეგიონული ადმინისტრაციის იმ შენობიდან, რომელიც ოთხშაბათის თავდასხმის სამიზნე გახდა.

რეგიონის გუბერნატორი იაროსლავ იანუშევიჩი ამბობს, რომ ქალაქში დაბომბვის შედეგად ელექტროენერგიაა გათიშული.

"მტრისგან დაბომბვის შედეგად, ხერსონი მთლიანად ენერგიის გარეშეა დარჩენილი. ენერგოინდუსტრიის წარმომადგენლები პირველივე შესაძლებლობისთანავე დაიწყებენ მომარაგების აღდგენაზე მუშაობას", - ამბობს გუბერნატორი "ტელეგრამში" გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უკრაინამ ხერსონი 11 ნოემბერს დაიბრუნა. თუმცა რუსული ძალები, რომლებიც მდინარე დნიპროს მეორე მხარეს რჩებიან, განაგრძობენ ქალაქის და მისი შემოგარენის დაბომბვას.

XS
SM
MD
LG