ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“რუსეთი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება” - უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნები


რუსეთის მიზანი ხანგრძლივი ომია და კვლავ სურს დაიპყროს მთელი ქვეყანა,- განაცხადა ხუთშაბათს, უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსანმა.

ბრიგადის გენერალმა, ოლექსიი გრომოვმა სამხედრო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის არ ელოდა მოსკოვის შეტევას ბელარუსიდან, რუსეთი ავარჯიშებდა ახალ ჯარებს მეზობლის მიწაზე და იქ სამხედრო თვითმფრინავები გადაიყვანა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა იმავე ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთის ბოლო სამხედრო წარუმატებლობობის გამო, თვითკმაყოფილების განცდა დაუშვებელია.

„კრემლი... ცდილობს კონფლიქტი გადააქციოს ხანგრძლივ შეიარაღებულ დაპირისპირებაში“, - თქვა გრომოვმა.

მალიარმა დაამატა: ”ჩვენ და მსოფლიო არ უნდა მოვდუნდეთ, რადგან რუსეთის ფედერაციის საბოლოო მიზანი, მთელი უკრაინის დაპყრობაა და შემდეგ მას შეუძლია სვლა გააგრძელოს”.

გრომოვს არ უთქვამს, რა შეიძლება იყოს რუსეთის მიზანი უკვე თითქმის 10-თვიანი ომის კიდევ უფრო გახანგრძლივებაში.

კრემლს არასოდეს განუსაზღვრავს სრულად, 24 თებერვალს, უკრაინაში ხელახალი შეჭრის მიზნები, რომელიც, მისი თქმით, ნაწილობრივ მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსულენოვანი ხალხის დაცვას.

შობას ცეცხლი არ შეწყდება

უკრაინის სამხედრო შტაბმა თქვა, რომ მოსკოვის ამჟამინდელი ძირითადი ყურადღება აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტსა და ავდიივკაზე იყო, მაგრამ რუსული ძალები ყოველდღიურად ბომბავდნენ ხერსონს და ცდილობდნენ უფრო ძლიერი დასაყრდენი მოეპოვებინათ ზაპორიჟიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში.

"მათ ესმით, რომ თუ ახლა ფრონტს არ გაჭიმავდნენ, მაშინ ეს ზამთარი მათთვის კატასტროფა იქნება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა.

რუსეთმა რომელიც ასევე უტევს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, საშობაო ცეცხლის შეწყვეტა გამორიცხა. გრომოვმა ასევე უარყო სადღესასწაულო საახალწლო პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა.

"ცეცხლის სრული შეწყვეტა მხოლოდ მაშინ იქნება, როცა ჩვენს მიწაზე არც ერთი ოკუპანტი არ დარჩება“, - განაცხადა მან.

გრომოვმა თქვა, რომ რუსეთი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან აძლიერებდა თავის სამხედრო ყოფნას ბელარუსში, სადაც ის წვრთნიდა ახალ დანაყოფებს და აღადგენდა ძველი დანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობებს. ამასთან, იქ სამხედრო თვითმფრინავებიც განათავსა.

"ეს უპირველეს ყოვლისა მიუთითებს იმაზე, რომ მტერი ავითარებს უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის შესაძლებლობებს“, - თქვა მან, მაგრამ დასძინა, რომ ბელარუსიდან რუსული თავდასხმის ალბათობა „დაბალი რჩება“.

უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები, 2014-2022
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:03 0:00

XS
SM
MD
LG