ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ვაშინგტონს პატრიოტის სისტემების უკრაინაში გაგზავნაზე აფრთხილებს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეერთებული შტატები გააფრთხილა, უკრაინაში პატრიოტის ტიპის მოწინავე საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემების გაგზავნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. კრემლი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, მოსკოვი ვაშინგტონის ქმედებას "პროვოკაციულ ნაბიჯად" განიხილავს, რასაც შესაძლოა საპასუხო რეაქცია მოჰყვეს.

სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ 15 დეკემბერს თქვა, რომ შეერთებული შტატების მიერ ამ სისტემების კიევისთვის გაგზავნა, ამერიკის მხრიდან რუსეთთან მებრძოლი უკრაინის მთავრობის დასახმარებლად, ესკალაცია იქნება. ამას კი "შესაძლოა შედეგები მოჰყვეს" - განაცხადა ზახაროვამ, თუმცა, კონკრეტული ზომები მას არ დაუსახელებია. რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა მხოლოდ მიანიშნა, რომ ვაშინგტონმა "სწორი დასკვნები თავად უნდა გამოიტანოს", როცა საუბარია რუსეთის წინააღმდეგ გამიზნულ შეიარაღებაზე.

ამ კვირაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეერთებული შტატები დათანხმდა უკრაინისთვის, პატრიოტის ტიპის სარაკეტო თავდაცვითი სისტემების გადაცემას. ქვეყნის საჰაერო თავდაცვის განმტკიცების მიზნით, ამ სისტემებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვეების განმავლობაში ითხოვდა. სიტემის თითოეული რაუნდი დაახლოებით 4 მილიონი დოლარი ღირს, თითო რაკეტის გაშვება კი 10 მილიონზე მეტი ჯდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG