ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელზე იერიში ლიბანიდანაც განხორციელდა


ბოლო დღეების განმავლობაში პალესტინელებსა და ისრაელს შორის საჰაერო დაპირისპირება გრძელდება. იზრდება ისრაელის სამხედროების მობილიზება ღაზას სექტორთან. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ისრაელზე საჰაერო იერიში ლიბანიდანაც განხორციელდა. ოფიციალური ცნობებით ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 6 რაკეტა გაისროლეს, თუმცა ისრაელმა რაკეტები ჩამოგდება მოახერხა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანამ ლიბანის მიმართულებით საპასუხო ცეცხლი გახსნა, არსებული ინფორმაციით ისრაელმა იერიში იმ წერტილებზე მიიტანა, საიდანაც მათი მიმართულებით შეტევა განხორციელდა. ლიბანის ცნობით ისრაელმა 22 რაკეტა გამოიყენა.

ლიბანში ამბობენ, რომ ისრაელის მიმართულებით ცეცხლი სამხრეთ ნაწილიდან გაიხსნა, თუმცა კონკრეტული ადგილი უცნობია. ქვეყნის სამხერთში დაჯგუფება ჰეზბოლა მოქმედებს.

ლიბანში განთავსებული გაერთიანებული ერების დროებითი ძალების თქმით, რომ ისრაელის დაბომბვა, რაშაია ალ ფუხარის (Rashaya Al Foukha) ტერიტორიიდან მოხდა. მეტიც ცნობილი ხდება, რომ გაეროს წარმომადგენლობამ ლიბანის არმიასთან კომუნიკაცია დაამყარა და ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით თავშეკავებისკენ მოუწოდა. მისია "ტვიტერზე" წერს, რომ რეგიონში ახლა მშვიდობაა.

არსებული ინფორმაციით სარაკეტო იერიშების დროს არავინ გარდაცვლილა ან დაშავებულა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ცეცხლი გაიხსნა. პირველი იერიში გასული კვირის ხუთშაბათს იქნა მიტანილი. მაშინ ისრაელის მიმართულებით 3 რაკეტა გაუშვეს. რაკეტები მიზანს აცდა და ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა. სროლას მსხვერპლი არც გასულ კვირას მოჰყოლია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG