ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ამერიკის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი, ისრაელის თავდაცვის მინისტრს ესაუბრა. პენტაგონის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ოსტინმა ბენიამინ განცს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
"თავდაცვის მდივანმა ოსტინმა მხარდაჭერა გამოხატა ისრაელის მიმართ და თქვა, რომ ისრაელს ლეგიტიმური უფლება აქვს დაიცვას საკუთარი თავი და თავისი ხალხი თავდასხმებისგან. მან მკაცრად დაგმო ჰამასის და სხვა ტერორისტული ჯგუფების მიერ ისრაელზე მიტანილი სარაკეტო იერიში, რომელმაც მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა გამოიწვია,"- წერია განცხადებაში რომელიც ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა.
სატელეფონო საუბრის დროს, ამერიკის თავდაცვის მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში ვითარება განიმუხტება.
უფრო ვრცლად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს გაეცანით აქ.
Facebook Forum