ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იერუსალიმში პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკებები განახლდა


ორშაბათს, იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთის სიახლოვეს, პალესტინელ მლოცველებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა.

თვითმხილველების თქმით, უსაფრთხოების ძალებმა მეჩეთში ცრემლსადენი გაზი შეუშვეს და გამაყრუებელი ყუმბარები ისროლეს, მლოცველებმა კი ისრაელის ძალებს ქვები და სხვა საგნები დაუშინეს. პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ განაცხადა, რომ 300-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა, მათ შორის 228, ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

შაბათ ღამეს, იერუსალიმში, ათობით პალესტინელი დაიჭრა პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირებისას, როდესაც მუსლიმებმა ლეილათ ალ-ქადრი, ანუ “განგების ღამე” აღნიშნეს, რომელიც მუსლიმების მარხვის თვის, რამადანის ყველაზე წმინდა პერიოდია.

მცირე შეტაკებები მოხდა ძველ ქალაქში, ალ-აქსას მეჩეთის ეზოს ჭიშკართან. ამ ადგილს ებრაელები ტაძრის მთას უწოდებენ და იუდაიზმის ყველაზე წმინდა ადგილად ითვლება, ისლამში კი მესამე წმინდა ადგილია.

იერუსალიმში, პალესტინელ პროტესტანტებსა და ისრაელის პოლიციას შორის რამდენიმე დღიანი შეტაკებების შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ კვირას თქვა, რომ ხელისუფლება”არანაირ ექსტრემისტებს სიმშვიდის დესტაბილიზაციის უფლებას არ მისცემს”.

ისრაელის ლიდერმა მთავრობის კაბინეტის შეხვედრაზე თქვა, რომ შეხვდა უსაფრთხოების ოფიციალურ პირებს და პირობა დადო, რომ “კანონს და წესრიგს გადაჭრით და პასუხისმგებლობით დაიცავს”.

მან თქვა, ისრაელი ”ყველა აღმსარებლობის თავისუფლების შენარჩუნებას გააგრძელებს, მაგრამ ძალადობრივ არეულობას არ დავუშვებთ”.

ორშაბათის შეტაკებები, ყოველწლიური “იერუსალიმის დღის” აღლუმამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო. აღლუმი, რომელიც დროშების ფრიალით იმართება, ისრაელის მიერ მთელ იერუსალიმზე უფლების გაცხადებას აღნიშნავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG