ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელთა კუთვნილ შენობებს ანგრევს


ისრაელმა პალესტინელთა საცხოვრებელი სახლების დანგრევა დაიწყო. პალესტინელები იერუსალიმის ქმედებებს არაკანონიერს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მშენებლობაზე აკრძალვას არღვევს. შენობები იერუსალიმის გარეუბანში მდებარეობს.

მეპატრონეების თქმით, მშენებლობის უფლება მათ “პალესტინის ადმინისტრაციისგან” ქონდათ. შენობები გამყოფი ბარიერის ისრაელის მხარეზეა განთავსებული, რომელიც ისრაელმა 2002 წელს ააშენა, მას შემდეგ, რაც თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმები გახშირდა. ისრაელმა აღნიშნული ტერიტორია, აღმოსავლეთ იერუსალიმში ბუფერულ ზონად გამოაცხადა და იქ მშენებლობას კრძალავს.

შვდიწლიანი სასამართლო დავის შემდეგ, ისრაელის უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პალესტინელთა შენობები არაკაკონიერი იყო. სამწევრიანმა სასამართლომ განაცხადა, რომ თავდამსხმელებს შეუძლიათ შენობების გამოყენება ისრაელის შეიარაღებულ ძალებზე თავდასხმის მისატანად.

გაეროს ინფორმაციით, შენობების დანგრევის შედეგად 17 პალესტინელი უსახლკაროდ დარჩება. შენობების უმეტესობა ჯერ ისევ მშენებარე იყო. ევროკავშირმა კი განაცხადა, რომ აღნიშნული ქმედებები “ორი სახელმწიფოს გადაწვეტილების” შესაძლებლობას და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას ძირს უთხრის.

ისრაელის მხარე კი აცხადებს, რომ მშენებლობები მის უსაფრთხოებას რისკს უქმნის და ოსლოს შეთანხმებით მას აქვს უფლება თავი დაიცვას “შიდა და გარე საფრთხეებისგან”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG