ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კაბინეტის წევრებს განუცხადა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტო, რომელიც პალესტინელ ლტოლვილებს ეხმარება, უნდა დაიხუროს.
ნეთანიაჰუს თქმით, სააგენტო მხოლოდ პალესტინელი ლტოლვილების მხარდაჭერაზე მუშაობს და მისი დაფინანსება გაეროს ლტოლვილთა სააგენტოში უნდა განაწილდეს.
„პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტო წარსულს უნდა ჩაბარდეს. ის ხელს უწყობს ნარატივს, რომლის მიხედვითაც ისრაელის სახელმწიფო უნდა გაუქმდეს,“ განაცხადა ნეთანიაჰუმ.
სააგენტოს ცნობით, მათი სერვისებით ხუთ მილიონამდე ადამიანი სარგებლობს. ესენი არიან პალესტინელები, რომლებმაც სახლები 1948 წელს, ისრაელის სახელმწიფოს შექმნისას დატოვეს. დღეს-დღეობით დაახლოებით მილიონნახევარი პალესტინელი ცხოვრობს ლტოლვილთა ბანაკებში იორდანიაში, ლიბანში, სირიაში, დასავლეთ სანაპიროზე და ღაზას სექტორში.
სააგენტოს სპიკერმა ქრის განესმა განაცხადა, რომ სააგენტო საქმიანობას მანამ გააგრძელებს, სანამ ლტოლვილთა სიტუაციის „გრძელვადიანი გადაწყვეტა იქნება გამონახული.“
Facebook Forum