ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროტესტის შემდეგ ისრაელი მუსლიმ მლოცველებზე შეზღუდვას ამსუბუქებს


ისრაელმა იერუსალიმში მდებარე ალ-აქსას მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიიდან ლითონის დეტექტორები მოხსნა, მაგრამ უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით იქ კამერები დააყენა.

ისრაელის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მუსლიმების წმინდა ადგილზე თელ-ავივის მიერ უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებას რამდენიმე დღიანი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.

ისრაელის ამ ნაბიჯს მუსლიმური ქვეყნების რამდენიმე ლიდერიც უარყოფითად გამოეხმაურა. პალესტინელების პრემიერ-მინისტრმა რამი ჰამდალამ მუსლიმებს მოუწოდა ალ-აქსას კომპლექსს ბოიკოტი გამოუცხადონ და მის გარეთ ილოცონ. მან ასევე მოითხოვა 14 ივლისს დაწყებული უსაფრთხოების ახალი ზომების სრულად გაუქმება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG