ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა ისრაელში ვიზიტის დროს ირანი მკაცრად გააკრიტიკა


ისრაელში ჩასვლისთანავე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იერიში ირანის აგრესიულ პოლიტიკაზე მიიტანა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის წინ, დონალდ ტრამპმა მისი წინამორბედი ბარაკ ობამაც გააკრიტიკა. კერძოდ, ირანთან დადებული საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულების გამო, რომლის სანაცვლოდაც ირანს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების ნაწილი მოეხსნა.

ირანელები “თავს ახლა უფრო მტკიცედ გრძნობენ” - თქვა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ირანული ფული და იარაღი ახლა უკვე იემენში, ერაყში და სირიაშია. “მათ ჩვენ არამარტო სიცოცხლე გავუხანგრძლივეთ, არამედ ფუფუნების და აყვავების საშუალება მივეცით. ამერიკის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა საშინელება იყო” - აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი.

ტრამპმა ისარგებლა შემთხვევით და კომენტარი თეთრ სახლში 10 მაისს რუსეთის ოფიციალურ პირებთან გამართულ შეხვედრაზეც გააკეთა. მან უარყო მედიაში ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლის თაობაზე საიდუმლო ინფორმაცია გაამჟღავნა და თქვა, რომ სიტყვა "ისრაელი" რუს ოფიციალურ პირებთან საერთოდ არ უხსენებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG