შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელს ქვეყნის ლიდერის რანგში პირველად ეწვია. მის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკას ახლო აღმოსავლეთში “უსაფრთხოების, სტაბილურობის და მშვიდობის დამყარების იშვიათი შანსი აქვს”. თელ-ავივის ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ეს შანსი ტერორიზმის დამარცხებასაც მოიცავს, რაც მხოლოდ “ერთობლივი მუშაობით” გახდება შესაძლებელი.
ისრაელამდე ამერიკის პრეზიდენტი საუდის არაბეთში იმყოფებოდა. კვირას საუდის არაბეთში გაკეთებულ მიმართვაში დონალდ ტრამპმა ასევე ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის რანგში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია უცხოეთის ქვეყნებში.
Facebook Forum