პრეზიდენტმა ტრამპმა სრულად უარყო ბრალდება, რომ მან გამოძიების ფედერალურ ბიუროზე წნეხი განახორციელა, რათა მის ყოფილ უახლოეს თანაშემწეზე გამოძიება დახურულიყო. მან ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საგანგებო პროკურორის საჭიროება, რომელმაც უნდა გამოიძიოს შესაძლო შეთქმულებამის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიასა და რუსებს შორის, რომელთა მიზანიც საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობა იყო.
12 აპრილის შემდეგ თავის პირველ პრეს-კონფერენციაზე, ტრამპმა მას, მის კამპანიას და რუსეთის აგენტებს შორის ნებისმიერი გარიგების ფაქტი უარყო. მან თქვა: „ჩემი მტრებიც კი ამბობენ, რომ შეთქმულება არ ყოფილა“.
მოგვიანებით, ცნობილ სატელევიზიო წამყვანებთან სადილის დროს მან თქვა, რომ საგანგებო პროკურორის დანიშვნა „ქვეყანას ზიანს აყენებს“.
Facebook Forum