2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით, დღეს შეერთებული შტატების სენატში ორი მოსმენა და პრეზიდენტ ობამასთვის ბრიფინგი გაიმართება.
პრეზიდენტმა სადაზვერვო ორგანიზაციებს არჩევნებში უცხოელთა პოტენციური ჩარევის შესწავლა მოსთხოვა, რომელიც 2008 წლის არჩევნების პერიოდიდან დაიწყება. 2008 წლის არჩევნების შედეგად თეთრი სახლი ობამამ დაიკავა.
ოფიციალურმა პირმა ამერიკის ხმას დაუდასტურა, რომ ობამა გამოძიების შედეგებს ხუთშაბათს გაეცნობა, პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი კი იგივე ბრიფინგს პარასკევს მიიღებს.
ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაადგინეს, რომ 2016 წლის ჰაკერული თავდასხმის უკან რუსეთის მთავრობა იდგა და დოკუმენტები ვიკილიკს იმ განზრახვით გადასცა, რომ არჩევნებზე უარყოფითი გავლენა მოეხდინა