ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლო აღმოსავლეთში ვითარება რთულდება 


ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამხედრო შეტაკებები გრძელდება. გასული საათების განმავლობაში ჰამასმა ისრაელის ქალაქებზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა. მძიმე ღამის შემდეგ, როცა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ღამე თავშესაფრებში გაატარა, მორიგი საპასუხო ცეცხლი ისრაელმაც გახსნა.

ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელმა ჰამასზე არაერთი შეტევა განახორციელა და 1000-მდე შენობა გაანადგურა. მათ შორის საჰაერო იერიში ისრაელმა ჰამასის ცენტრალურ, მართვისთვის გამოყენებად შენობაზე მიიტანა, რის შემდეგაც შენობა სრულად განადგურდა. ბოლო დღე ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში 83 ადამიანი დაიღუპა.

სარაკეტო დარტყმების პარალელურად ისრაელმა ჯარი და მძიმე ტექნიკა ღაზის სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაისროლა.

ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლებსაც ამერიკიდან ახლო აღმოსავლეთში სპეციალურად გაგზავნილი დიპლომატები უდგანან სათავეში. გადაწყვეტილება გუშინ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიიღო და ამის შესახებ მან პესკონფერენციაზე ისაუბრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG