ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი უკრაინას ყოველთვიურად 1.5 მილიარდ ევროს გადასცემს


დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს. ბრიუსელში, ევრკავშირის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ კიევი ბრიუსელისგან 2023 წელს, ყოველთვიურად 1.5 მილიარდ ევროს მიიღებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ უკრაინის დახმარების გაგრძელება მნიშვნელოვანია და ის 2023 წელსაც აუცილებლად გაგრძელდება. რაც შეეხება 2022-ს, მისი თქმით, კიევმა ეროკავშირისგან 19 მილიარდი ევროს დახმარება უკვე მიიღო.

„უკრაინისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია შემოსავლების პროგნოზირებადი და სტაბილური ნაკადი,“- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, კიევს აუცილებელი საჭიროებებისთვის თვიურად 3-4 მილიარდი სჭირდება, მის ნახევარს ევროკავშირი, დანარჩენს კი ამერიკის შეერთებული შტატები და საერთაშორისო ინსტიტუტები დაფარავენ.

პარალელურად, შესაძლოა უკრაინიდან ევროპაში მიგრანტთა ნაკადი კიდევ უფრო გაიზარდოს. ამის შესახებ ევროკავშირის ლიდერებს ვოლოდიმირ ზელენსკიმაც უთხრა, რომელმაც 27 ქვეყნის ლიდერებს მიმართა. ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მესამედი დააზიანა, რაც ქვეყანაში დამატებით პრობლემებს იწვევს. ზელენსკი ამბობს, რომ ამ გზით რუსეთი „ევროპაში უკრაინელების მიგრაციის ახალ ტალღას იწვევს“.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG