ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ძმას და დეიდაშვილს სანქციები დაუწესა


მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავებს უკრაინამ სანქციები დაუწესა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 19 ოქტომბრის ბრძანებულებით, ეს სანქციები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

სანქცირებულთა შორის არიან:

  • ბიძინა ივანიშვილის ძმა - ალექსანდრე ივანიშვილი
  • ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი - უჩა მამაცაშვილი
  • ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის შვილი - ტატე (ტიტე) მამაცაშვილი
  • ბიძინა ივანიშვილის ძმის ცოლი - ქეთევან ხარაიძე

სანქციების დაწესების შემდეგ მათ უკრაინის ტერიტორიაზე ეზღუდებათ:

  • ქონების უფლება
  • სავაჭრო ოპერაციები
  • რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტი
  • უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანა
  • ლიცენზიებითა და სხვა ნებართვებით სარგებლობა

განახლებული სია 256 ადამიანისგან შედგება

Facebook Forum

XS
SM
MD
LG