მას შემდეგ, რაც კომპანია „მეტა“ რუსეთმა „ექსტრემისტულ საქმიანობაში“ დაადანაშაულა, ახლა კანონმდებლები მიმართავენ მთავრობის წარმომადგენლებს არ გამოიყენონ „ვოთსაფის“ აპლიკაცია და ხელი შეუწყონ ადგილობრივ პროგრამებს რათა მოხდეს მათი პოპულარიზაცია.
რუსეთში ამ დრომდე დაბლოკილია „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“. რუსი მაღალჩინოსნების მორიგი სამიზნე კომპანია „მეტას“ კიდევ ერთი პროდუქტი „ვოთსაფია“, რომელიც რუსეთში დიდი პოპულარობით გამოირჩევა.
ანტონ გორელკინი, რუსეთის პარლამენტის საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ წაშალა „ვოთსაფის“აპლიკაცია და რეკომენდაცია გასცა, რომ აპლიკაციის აკრძალვა მოხდეს კანონის ძალით.
„ვფიქრობ, აუცილებელია რუსეთის სახელმწიფო და მუნიციპალური თანამშრომლების მიერ „ვოთსაფის“ ოფიციალური მიზნებისთვის გამოყენების აკრძალვა“, - წერს გორელკინი „ტელეგრამ“ არხზე, რომელიც რუსეთში ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
დეპუტატი განმარტავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ახალი აპლიკაციები, რომლებითაც „ვოთსაფის“ ჩანაცვლება მოხდება იქნება რუსეთის თუ დუბაის მთავარია, „ის არ ეკუთვნოდეს კომპანიას, რომელიც ღიად მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში და შედის ტერორისტული და ექსტრემისტული ორგანიზაციების ჩამონათვალში“, - ამბობს დეპუტატი.
"ტელეგრამის" დამფუძნებელი მილიარდერი პაველ დუროვია, რომელიც რუსეთში დაიბადა, თუმცა მან ქვეყანა 15 წლის წინ დატოვა და ახლა ის დუბაიში ცხოვრობს. მას რუსეთში "რუს ზაკერბერგად" მოიხსენიებენ.
დუროვი კრემლის პოლიტიკას არ იზიარებს და მისი წინააღმდეგია, მან "ინსტაგრამზე" კამპანია "Shirtless Putin Challenge“-ი წამოიწყო, რითიც ის პუტინის მოუწოდებდა გამომწერებს გადაეღოთ შიშველი ფოტოები ისე, როგორც პუტინი პოზირებდა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილზე ნახევრად შიშველი. დღეს დუროვის ქონება 15.1 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
Facebook Forum