ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მიუღებელია“ - ამბობს ბორელი ორბანის მოსკოვსა და პეკინში ვიზიტებზე


„მიუღებელი“ - ასე აფასებს ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებებს, საკუთარი „სამშვიდობი მისიის“ ფარგლებში, შეხვედრები გაემართა ჩინეთსა და რუსეთში. ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ამბობს, რომ ორბანის ვიზიტებისა და განზრახვების შესახებ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ინფორმაცია არ ჰქონდათ და შესაბამისად, ორბანს არც ამის მანდატი ჰქონია.

„ჩვენ განვიხილავთ მომხდარს და უნგრეთის მთავრობის პოზიციებს“, - ამბობს ჯოზეფ ბორელი.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ახლა მსჯელობენ, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ბლოკს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ქმედებებზე. შესაძლო ნაბიჯებს შორის არის, ზაფხულის ბოლოს, უნგრეთში დაგეგმილი არაფორმალურ შეხვედრის ბოიკოტი. ევროკავშირში ფიქრობენ, რომ შეხვედრაზე მხოლოდ საჯარო მოხელეები გაგზავნონ.

ვიქტორ ორბანის ნაბიჯებზე მსჯელობს ევროპარლამენტიც. არ არის გამორიცხული, უნგრეთს პარლამენტში ხმის უფლება ჩამოერთვას. თუმცა, ეს ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთ პოზიციაზე არ არიან.

წევრი ქვეყნებიდან ნაწილი უფრო მკაცრი ნაბიჯების მომხრეა, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ორბანის უნგრეთთან რადიკალური ნაბიჯები არ უნდა გადაიდგას.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ქსავიერ ბეტელი ამბობს, რომ ის არ შეუერთდება ბოიკოტს და უნგრეთში ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს.

„ინგორირება ან დიალოგის არ არჩევა შეცდომა იქნება“,- ამბობს ბეტელი.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბერბოკი კი ამბობს, რომ არ უკვირს ვიქტორ ორბანის ნაბიჯები, მოსკოვსა და პეკინში ჩასულიყო და შეხვედრები გაემართა.

უნგრეთი, მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. ეს სტატუსი, როტაციის გზით, პირველ ივლისს მიიღო. ვიქტორ ორბანი 2 ივლისს კიევს, შემდეგ მოსკოვსა და პეკინს ესტუმრა. მოგვიანებით კი, ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო სამიტში მიიღო მონაწილეობა, თუმცა სამიტიდან დროზე ადრე წავიდა და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან გამართა შეხვედრა.

ორბანი ამბობს, რომ მისი მიზანია უკრაინაში რუსეთის ომი დასრულდეს. აღსანიშნავია, რომ ორბანის უნგრეთი მხარს არ უჭერს რუსეთისთვის ფინანსური და ეკონომიკური სანქცეიბის დაწესებას და ევროკავშირის მიერ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების წინააღმდეგია.

უნგრეთის საგარეო საქმთა მინისტრი პეტერ სიჯარტო ამბობს, რომ ევროკავშირი, ბოლო რამდენიმე კვირაა, „კბილთა ღრჭენითაა“ დაკავებული.

„უკვე კვირებია, ბრიუსელის საგარეო ბიუროკრატია და ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყნის ლიდერი, კბილებს აღრჭიალებენ ჩვენი სამშვიობო მისიის გამო. იმედგაცრუების, შურის გამო, რადგან მათ სტრატეგია წარუმატებელია“, - ამბობს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მაშინ, როცა ევროკავშირი უნგრეთს აკრიტიკებს, ორბანის უნგრეთის პოზიციაა, რომ გამართული შეხვედრები კიევში, მოსკოვში და პეკინში ახალ შესაძლებლობას იძლევა, დამყარდეს მშვიდობა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG