ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ჩარჩენილი ამერიკელი სკოლის მოსწავლეები დახმარებას ითხოვენ


ამერიკელი სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ავღანეთში ზაფხულის არადადეგებზე იმყოფებოდნენ, ავღანეთში ჩარჩნენ და ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებენ. არსებული ინფორმაციით საუბარია 100-მდე ადამიანზე.

ოფიციალური ცნობების თანახმად, ყველა მათგანი წარმოშობით ავღანელია და ისინი ზაფხულში ავღანეთში დასასვენებლად იმყოფებოდნენ. მათი ნაწილის - 16 ზრდასრულისა და 24 სტუდენტის - ამერიკაში ევაკუაცია უკვე მოხდა. ისინი ამერიკელმა სამხედროებმა კალიფორნაში ჩამოიყვანეს.

ამ დრომდე უცნობია ავღანეთში დარჩენილების ბედი. არ არსებობს ევაკუაციის პროცესის კონკრეტული დეტალები, ჩარჩენილები დახმარებას ითხოვენ.

ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს, უკვე ევაკუირებულია 50 000-ზე მეტი ადამიანი, თუმცა პროცესის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, რომ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტომდე დასრულდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG