რუსეთი ნატოს აკრიტიკებს 2014 წელს ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გეგმის გამო.
ბრიუსელში შეხვედრებისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „სანამ ავღანეთი საკუთარი უსაფრთხოების დაცვას ვერ შეძლებს, ჯარების გაყვანის ხელოვნური განრიგის დაწესება მართებული არ არის და ასეთი თარიღები არ უნდა დადგინდეს.“
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ მოსკოვის სურვილია ნატოსთან შეხვედრებში მონაწილეობდეს მაშინ როცა ალიანსი არა წევრ პარტნიორებს ხვდება, რადგან რუსეთი მნიშვნელოვან სატრანსპორტო ხაზს წარმოადგენს ნატოს ძალებისთვის ავღანეთში.